pühapäev, 3. mai 2015

მეცხრე დღე

დღეს ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
ჯგუფის ყველა წევრმა წარადგინა თავიანთი ნამუშევარი რომლებიც ყველა საინტერესო და თავისებურად რთული იყო. ჩვენების დასასრულს ფიზიკის მასწავლებელმა გვიჩვენა რამდენიმე ცდა, რამაც ძალიან მოგვხიბლა და დაგვაინტერესა. მე ძალიან მომეწონა შესწავლილი პროექტი და მიზანი.

laupäev, 2. mai 2015

მერვე დღე

დღევანდელ დღეს განვიხილეთ მოდული 6-ის დამხმარე რესურსები, მოსწავლის  დიფერენცირებული სწავლისათვის ვისწავლეთ დამხმარე გეგმის შედგენა, დრაივში ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება, ატვირთული საქაღალდის გაზიარება. ვისწავლეთ ბლოგზე გამოკითხვის ჩატარება და ფეიჯების გაკეთება.

reede, 1. mai 2015

მეშვიდე დღე

დღევანდელ    დღეს   გავეცანით       მე 5–ე    და     მე   6–ე  მოდულებს.
დავასრულეთ პროცედურების შევსება, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და შევქმენით ჩვენი პროექტისათვის შეფასების რუბრიკები.
ასევე გავეცანით დიფერენციალურ სწავლებებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
ვისაუბრეთ როგორ უნდა შევქმნათ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭირო რესურსები.

მეექვსე დღე

დღევანდელი გაკვეთილის პროცესში აისახებოდა პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე მუშაობა.
გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებს და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია იმიტომ რომ მოსწავლის თვალით უკეთ დავინახოთ ნაშრომი.
ასევე განვიხილეთ პროექტის პროცედურა რომელიც მოსამზადებლად მივიგეთ საშინაო დავალებად, ვფიქრობ ეს ნაბიჯი ხელშემწყობი იქნება დასაგეგმ პროექტზე სამუშაოდ.